fbpx
საზოგადოება

ავარია, რომელმაც საზოგადოება შეძრა – 21 წლის ალბანელი ორი შვილის მამას მანქანით დაეჯახა

ავარიის შესახებ, რომელმაც ბერძნული საზოგადოება შეძრა, უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ახალგაზრდა, რომელიც ორი შვილის მამას, 47 წლის დიმიტრის ასიმაკის მანქანით დაეჯახა, ალბანეთის 21 წლის მოქალაქეა, რომელიც მართვის მოწმობას არ ფლობდა.

დიმიტრის ასიმაკი შეკვეთების მიმტანად მუშაობდა და სწორედ საკუთარი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. 21 წლის ბიჭი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ის დაჯახების შემდეგ თავდაპირველად ადგილიდან გაიქცა, თუმცა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ინანა და უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც დააკავეს.

კადრებიდანაც ჩანს, რომ ასიმაკის მოტოციკლი, ფაქტობრივად, ორად გაიყო და დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, ორი შვილის მამა ადგილზე დაიღუპა. მატერიალური ზარალი მიადგა იქვე გაჩერებულ ოთხ მანქანას.

onalem

ტესტ