fbpx
საზოგადოება

რამ გააოცა მიკონოსელები – იახტა, რომელიც 50 მილიონი ევრო ღირს

მიკონოსის პორტში ამ იახტის გამოჩენამ თვალი მოსჭრა არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ფუფუნებით განებივრებულ ადგილობრივებსაც კი. იახტა, რომელიც 2010 წელს აშენდა, 68 მეტრია და მას შემდეგ, რაც 2014 წელს განახლდა, მისი ღირებულება  არც მეტი არც ნაკლები, 50 მილიონი ევრო გახდა.

ის საერთო ჯამში 31 ადამიანს იტევს, აქ შედის ეკიპაჟიც.

თუ მისი ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ და მხოლოდ ქირაობას გადაწყვეტთ, კვირაში იახტა ICON 500.000 ევრო დაგიჯდებათ.

მას აქვს 7 კაბინა, საიდანაც 4 VIP-ია, საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი, ჯაკუზი, ასევე, ცალკე კაბინა, სადაც სახლის კინოთეატრია მოწყობილი.

იახტა ისეა აგებული, რომ გამძლეა შტორმებისას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას.

onalem

ტესტ