fbpx
ჯანმრთელობა

ატიკა და პელა “წითელ ზონებში” – დღესაც რეკორდული რიცხვი საბერძნეთში

საბერძნეთში დღესაც, 12 სექტემბერს, საგანგაშო რიცხვები ფიქსირდება. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 302 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 2 ფაქტი.

ატიკის რეგიონი და პელა “წითელ ზონებში” რჩებიან და როგორც უკვე ცნობილია, მიღებული ზომები კვლავ ნარჩუნდება.

302-დან ატიკის რეგიონში 133 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო პელაში 46.

ქვეყანაში იზრდება მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვიც და ამ დროისთვის 52-ს უდრის.

შეგახსენებთ “წითელ ზონებში” მოქმედ წესებს:

დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში.

დისტანციის დაცვა სანაპიროებზე.

ფესტივალების, პანიგირების აკრძალვა.

მოხუცთა მოსავლელი ცენტრებისა და თავშესაფრების სტუმრობის აკრძალვა.

9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.

დისტანციის დაცვა იმიგრანტთა ბანაკებში.

პელას ტერიტორიაზე პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეებში.

საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 302-ს უდრის.

 

onalem

ტესტ