fbpx
კრიმინალი

კინემატოგრაფიული ძარცვა კიფისიაში: წაღებულია 60.000 ევროს ძვირფასეულობა

კიფისიაში ნამდვილად კინემატოგრაფიული ძარცვა განხორციელდა, სამი დამნაშავის მონაწილეობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი მამაკაცი პოლიციის ფორმაში იყო გამოწყობილი და კიფისიაში მდებარე ერთ-ერთი ბინის პატრონს გარეთ ელოდებოდნენ. როცა მივიდა, განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციის ოფიცრები და სახლში უნდა ჩაეტარებინათ გარკვეული გამოძიება, რადგან მისი ნათესავი გარეული იყო გარკვეულ არალეგალურ საქმიანობაში.

როგორც კი მათ პატრონისგან სახლში შესვლის ნებართვა მიიღეს, თაღლითებმა მოაგროვეს ყველა ძვირფასი და ღირებული ნივთი, რაც კი იქ ინახებოდა და რა თქმა უნდა, თანხაც. შემდეგ გარეთ მშვიდად გამოვიდნენ და იქაურობა დატოვეს.

ირკვევა, რომ წაღებული თანხის რაოდენობა და ძვირფასეულობის ღირებულება ერთად 60.000 ევროს აჭარბებს.

როგორც კი ბინის პატრონმა მომხდარი გააცნობიერა, მაშინვე პოლიციაში დარეკა და სამივე დამნაშავე მალევე დააკავეს. ერთს ნიკეას ტერიტორიაზე მიაგნეს, ხოლო დანარჩენ ორს ელევსინასა და მანდრას ტერიტორიაზე.

ასევე ნაპოვნი იქნა მათი მანქანა და პოლიციის მაისურები.

 

 

onalem

ტესტ