fbpx
კრიმინალი

პოლიციამ სატვირთოში 14 დამალული მიგრანტი აღმოაჩინა

28 ივნისს საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო მანქანის ჭერზე დამალული 14 მიგრანტი აღმოაჩინა, რომელიც ბულგარეთიდან შემოვიდა.

ავტომობილის შემოწმების შემდეგ, სატვირთოს მძღოლი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მანქანის ჭერზე სპეციალურად აშენებულ სამალავში 12 პაკისტანელი და 2 ინოდელი არაადეკვატურ პირობებში იმალებოდა, მაშინ, როცა მანქანაშიც კი, ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო.

პროკურორმა სატვირთოს მძღოლს ადამიანების ქვეყანაში უკანონო შემოსვლაში ხელშეწყობისთვის წაუყენა ბრალი. მსგავსი სახის ქმედება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

onalem

ტესტ