fbpx
სხვადასხვა

საბერძნეთი აფრიკას ემსგავსება: ტემპერატურა 45+ გრადუსს მიაღწევს

დღეიდან საბერძნეთში ძლიერი სიცხეების ტალღა იწყება. სინოპტიკოსების პროგრნოზით მომდევნო 4 დღის მანძილზე ქვეყანაში ჭეშმარიტი აფრიკული ტემპერატურა იქნება, ორშაბათს კი,  ნელნელა დასტაბილურდება.

თერმომეტრი ჩვეულებრივ 43 გრადუსს დააფიქსირებს, ხოლო გარკვეულ ტერიტორიებზე ტემპერატურა 45 და 47 გრადუსსაც კი მიაღწევს. ეს იქნება ყველაზე ცხელი დღეები, რაც კი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულა.

მეტეოროლოგების თქმით, ასეთი სიცხეები საბერძნეთში, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, თუმცა, 10-15 წელიწადში ერთხელ მაინც ფიქსირდება.

onalem

ტესტ