fbpx
სხვადასხვა

Lonely Planet: “მწვანე ბარათი” საქართველოსა და საბერძნეთს – რას წერს ცნობილი გამოცემა

. საქართველო 1 ივლისიდან საზღვრებს რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნის და როგორც მოგზაურთა, ისე საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რიგ ზომებს გაატარებს, წერს ცნობილი ტურისტული გამოცემა Lonely Planet.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დღეს ტურისტებისთვის მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, მოგზაურობისთვის თუ რომელი მიმართულებაა ყველაზე უსაფრთხო. მაგალითად მოყვანილია ტურისტული გამოცემა European Best Destination EBD-ის სტატია, სადაც გამოქვეყნებულია ანგარიში რამდენიმე შესაფერის ვარიანტის აღწერით.

ყურადღების ცენტრშია კორონავირუსისგან ნაკლებად დაზარალებული ტურისტული მიმართულებები, რომლებმაც რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ობიექტებში ჰიგიენის წესების დაცვისთვის სპეციალური პროტოკოლები შეიმუშავეს.

სტატიის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 260-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში.

„მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კორონავირუსის ნაკლები შემთხვევებია დაფიქსირებული. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში. საქართველო 1 ივლისიდან ზოგიერთი ქვეყნისთვის საზღვარს გახსნის და საკუთარი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით რიგ ზომებს გაატარებს”, – წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

საქართველოს გარდა, პუბლიკაციაში საუბარია საბერძნეთზე, პორტუგალიაზე, ხორვატიასა და რუმინეთზე. უცხო არ არის, რომ საბერძნეთმა ევროპაში ყველაზე წარმატებულად გაართვა თავი პანდემიის კრიზისს.

onalem

ტესტ