fbpx
ჯანმრთელობა

ინფიცირების შემთხვევათა კვლავ მზარდი რაოდენობა – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში ბოლო სამი დღეა, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ იმატებს.

კერძოდ, დღეს ფიქსირდება 15 ახალი შემთხვევა, როცა ეს მაჩვენებელი გუშინ 13 იყო, ხოლო ორი დღის წინ 9. ასევე, ბოლო 48 საათში გარდაიცვალა 2 ადამიანი, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი საერთო ჯამში 185-მდე გაიზარდა.

რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 12 პაციენტი რჩება, ხოლო საბერძნეთში ინფიცირების გამოვლენილ ოფიციალურ შემთხვევათა რიცხვი 3.148-ს უდრის.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დღიდან ქვეყანამ ტურისტული სეზონი გახსნა და უკვე 29 ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინის გარეშე მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, ვირუსი არ გამოუვლინდებათ.

onalem

ტესტ