fbpx
სხვადასხვა

მეხანძრეები მდიდრულ კუნძულებზე უსახლკაროებივით ცხოვრობენ

მეხანძრეები, რომლებიც მდიდრული კუნძულების აეროპორტებში არიან წარგზავნილი, ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძვიან. დაბალი ხელფასი არ აძლევთ საშუალებას, იცხოვრონ ადამიანურ პირობებში. მათ იატაკზე დაგებულ ლეიბებზე და სახანძრო ან სასწრაფო დახმარების მანქანებში სძნავთ და ძლივს ყიდულობენ საკვებს ხელმისაწვდომ ფასად.

70 მეხანძრე, რომელიც მიკონოსსა და სანდორინზეა გაგზავნილი, უსახლკაროსავით ცხოვრობს. ისინი მთავრობასა და 14 ადგლობრივ აეროპორტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებში მუშაობენ.

თუმცა, დაბალი ხელფასი არ აძლევთ საშუალებას ნორმალურ პირობებს გასწვდნენ. მათთვის სანდორინსა და მიკონოსზე ცხოვრება განსაკუთრებით რთულია.

მეხანძრეების ძირითადი პრობლემა ამ კუნძულებზე არსებული მაღალი ფასებია.


ფოტო გადაღებულია 17 პარილს, სახანძრო ბრიგადის ოფიცრის მიერ.

5 წლიანი კონტრაქტის პირობებში მეხანძრის ხელფასი 750 ევროა, როცა ადგილობრივებისთვის თვიური ანაზღაურება 1,050 ევროს შეადგენს.

კუნძულებზე ძვირია საკვები, ადგილობრივ რესტორნებში ერთი ადამიანის ულუფის ღირებულება მინიმუმ 8 ევროა. ყოველდღიური კვება კი ორი ადამიანისთვის თვეში 480 ევრომდე ჯდება.

ამიტომ მათი ხელფასის პირობებში, ღამის გათევა საწყობებში და მანქანებში უწევთ.

ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში?
მთავრობა, რომელაც ნაადრევად გაანაწილა მეხანძრეები თუ აეროპორტი, რომელიც არ უზრუნვეყოფს მათ საცხოვრებელ პირობებს?

onalem

ტესტ