fbpx
სხვადასხვა

ევროპელები საბერძნეთში ვილებს აქტიურად ყიდულობენ

შვეიცარიელები, ამერიკელები, სკანდინავიელები და ფრანგები ყველაზე აქტიურები არიან მათ შორის, ვინც საბერძნეთში უძრავ ქონებას ყიდულობს.

სავარაუდოდ, ფასების კლებამ, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ და ”ოქროს ვიზებმა” საბერძნეთი ნამდვილ სამოთხედ აქცია და ბევრი უცხოელი მყიდველი მიიზიდა. ექსპერტების აზრით, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ეკონომიკური სტაბილურობა აღდგება.

საბერძნეთის ბანკის მონაცემებით, წლის პირველ მეოთხედში, გასულ წელთან შედარებით, უძრავი ქონების შესყიდვისთვის საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების ოდენობა 61,7%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ინტერესი იყო ისეთი ბინების შესყიდვაზეც, რომლებიც შესაძლებელია შემდგომში მყიდველმა თავად გააქირავოს.

კუნძული მიკონოსი კვლავ ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ასევე მოთხოვნადია უძრავი ქონება კორფუზე, ფაროსზე, კრეტაზე, ხალკიდიკსა და პელოპონესზე.

ხოლო კუნძული როდოსი განსაკუთრებით იზიდავს მყიდველს გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

onalem

ტესტ