fbpx
კრიმინალი

ბერძნები გარეთ საქურდლად გამოვიდნენ და 300 ევროიანი ჯარიმებით გამოეწერათ

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავა. ორივე მათგანი ბერძენია და როგორც ცნობილი გახდა, პელაში მაღაზია გაძარცვეს.

კერძოდ, ორი მამაკაციდან ერთ-ერთი მაღაზიაში შეიჭრა და 200 ევრო მოიპარა, შემდეგ კი გამოვიდა და თანამზრახველთან ერთად, რომელიც იქვე მანქანით ელოდებოდა, სწრაფად გაუჩინარდა.

მიუხედავად მიმალვის მცდელობისა, პოლიციამ მათ მალევე მიაგნო და გარდა იმისა, რომ დააკავეს და თანხა მაღაზიის მფლობელს დაუბრუნეს, დაკავებულებს 300 ევროიანი ჯარიმებიც გამოეწერათ, გადაადგილების აკრძალვის დარღვევის გამო.

onalem

ტესტ