fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა 33 წლის ცოლი მოკლა და შემდეგ გასართობად წავიდა

დაუჯერებელი ინციდენტი ირაკლიოში, გუშინ ღამით მოხდა. მოკლულია 33 წლის ქალი, რომელსაც 4 წლის შვილი დარჩა. მას საკუთარმა მეუღლემ ორჯერ ესროლა, მუცლისა და გულის არეში, რის გამოც ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

ბერძნული მედია იუწყება, რომ მკვლელობის დროს მათი შვილიც სახლში იმყოფებოდა. 4 წლის ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

როგორც ირკვევა, ოჯახი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და სახლში დაბრუნების შემდეგ ჩხუბი დაიწყეს. 54 წლის მამაკაცმა იარაღი აიღო და ცოლს ორჯერ ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაცვლილი სახლში დატოვა, შვილი ბიძაშვილთან წაიყვანა, ხოლო თავად, გარკვეული წყაროების თანახმად, გასართობად წავიდა. სხვა ინფორმაციით კი, მან პოლიციას ინციდენტის შესახებ თავად შეატყობინა.

მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათი თქმით, ოჯახში ხშირად ჩხუბობდნენ და 33 წლის ქალი სახლიდანაც კი იყო წასული გარკვეული დროით. მეუღლე მუადმივად პათოლოგიურად ეჭვიანობდა, რაც მათ შორის კამათს იწვევდა.

გარდაცვლილი პატრასიდან არის და ორი წლის წინ საკუთარ მშობლებთან მცირე ხნით დაბრუნდა. მისი მამა პოლიციის ოფიცერია.

54 წლის მამაკაცი, რომელმაც 21 წლით უმცროსი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, ამ დროისთვის დაკავებულია.

onalem

ტესტ