fbpx
ჯანმრთელობა

“ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას ერთ დღეში ვერ დავუბრუნდებით, ეს წარმოუდგენელია” – ბერძენი მეცნიერი, ვანა სიფსასი

მეცნიერმა, ვანა სიფსასმა კონკრეტული განმარტებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს საბერძნეთი და თუნდაც მთელი მსოფლიო, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს და სრულიად გაქრება თუ არა კორონავირუსი მომდევნო ორ თვეში მაინც.

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ ზომები ერთ დღეში ასე უცებ მოიხსნას და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ის მკაცრი წესები, რომლებიც ახლა გვაქვს, არ გასტანს ძალიან დიდხანს, მაგრამ ყოველდღიურობაში ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიდეთ. უნდა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც გულმოდგინებით მივიღეთ.

ვირუსის სრულიად გაქრობა, სავარაუდოდ, ვერ მოხდება. ჩვენ შეიძლება მოგვიანებითაც წავაწყდეთ ამ ახალი ტიპის კორონავირუსს და ეს იქნება შემაწუხებელი. ზოგი ადამიანისთვის სახიფათოც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემას არ ელის საფრთხე, რადგან ვირუსის გავრცელება არ იქნება მასშტაბური და ისეთი სახის, როგორც ახლა არის. ეპიდემია იქნება კონტროლირებადი, გვეცოდინება მკურნალობის მეტი მეთოდი და ვაქცინაც იარსებებს. ამიტომ, მოდით, ვიყოთ ომპტიმისტები,” აცხადებს სიფსასი.

onalem

ტესტ