fbpx
საზოგადოება

ონასების მდიდრული ვილა ათენის გარეუბანში 15 მილიონ ევროდ იყიდება

მდიდრულ ლაგონისში, Athens Riviera-ზე მდებარე ვილა, რომელიც ერთ დროს არისტოტლე ონასის დას ეკუთვნოდა, ახლა უძრავი ქონების ბაზარზე იყიდება.

ფეშენებელური ვილის საბოლოო ფასი 15 მილიონი ევროა (17 მილიონი დოლარი). არისტოტლე ონასი და მისი მეულე, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ჯეკი კენედი, ათენში ყოფნისას იქ რამდენჯერმე გაჩერდნენ.

როგორც გაზეთი “Eleftheros Typos” იტყობინება, ბოლო დროს მდიდრულმა საცხოვრებელმა მრავალი ამერიკელ-ბერძენი მილიონერის ინტერესი დაიმსახურა.

კერძო ვილა აღჭურვილია აუზით, მთავარ საძინებელში ჯეკი კენედის პორტრეტია ჩამოკიდებული და რაც მთავარია, სახლი სარონიკის ყურის ენით აღუწერელ ხედებს გადაჰყურებს.

ლაგონისი ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. აქ არის ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. ფასებს, რომელიც ლაგონისში სახლებსა და სასტუმროებს აქვთ, მხოლოდ მილიონრები თუ შესწვდებიან.

onalem

ტესტ