fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პილოტის სასწრაფო გადაწყვეტილება – თვითმფრინავი ათენში ავარიულად დაჯდა

თვითმფრინავის პილოტს, რომლის დანიშნულების ადგილიც წესით თესალონიკი იყო, საფიქრელად ბევრი დრო არ ჰქონდა. რეისი FR5714 გერმანიიდან მოფრინავდა და კურსი იძულებით შეიცვალა.

თესალონიკში, მაკედონიის აეროპორტში მგზავრების ახლობლები პანიკამ შეიპყრო, რადგან ბოინგი დროის მიხედვით არ დაჯდა და პარალელურად, ამინდის შეცვლა მათ ნერვიულობას კიდევ უფრო აძლიერებდა.

როცა თვითმფრინავი თესალონიკს მიუახლოვდა, ძლიერი წვიმისა და ნისლის გამო, პილოტმა ხომალდის დასმა ვერანაირად ვერ შეძლო, რის გამოც, უკან მიბრუნდა და ავარიული დაჯდომა ათენის საერთაშორისო აეროპორტისგან ითხოვა.

მან თვითმფრინავი, რომელშიც 200 მგზავრი იჯდა, წარმატებით დასვა.

 

 

onalem

ტესტ