fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა მიკონოსზე: სასტუმროს მფლობელს კანალიზაციის მილი ზღვაში ჰქონდა გაყვანილი

როგორც ჩანს, მიკონოსზე ფასები კი ყველაფერს ძალიან მაღალი აქვს, მაგრამ ზოგი ბიზნესმენი თავს არიდებს “ზედმეტ” ხარჯებს და ფეკალიებს ნაცვლად სპეციალური საკანალიზაციო ტანკერებისა, პირდაპირ ზღვაში უშვებს, რადგან ეს უფასო გზაა მათი თავიდან მოსაშორებლად.

როგორც კუნძულზე მოღვაწე ადვოკატი, სტელიოს გარიპისი აცხადებს: “ზოგიერთი ბიზნესმენი ირჩევს ამ გზას და ნაცვლად იმისა, რომ ფეკალიები სპეციალური ტანკერების საშუალებით გაიტანონ, საკანალიზაციო მილები პირდაპირ ზღვაში გაჰყავთ, რადგან ეს უფასოა.”

ამ შემთხვევაში საუბარია ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელზე, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა 100 მეტრიანი მილი, ხედმიწევნით მოხერხებულად დაამაგრა კლდეებში და საპირფარეოშოებიდან გამოსული ფეკალიები იქიდან პირდაპირ წყალში ჩაედინებოდა… რაც უნდა შემზარავად ჟღერდეს, ეს რეალობაა. ამ ლაჟვარდისფერ წყალში კი, ტურისტები მთელი მსოფლიოდან, ყველაზე პოპულარული და გლამურული ადამიანები, ბანაობენ.

გამოძიება მიკონოსის პორტის ხელმძღვანელობამ დაიწყო, როდესაც ამ მილის არსებობა აღმოაჩინა და სასტუმროს მფლობელი დააკავეს. მას სავარაუდოდ, სიროსზე გადაიყვანენ, ბრალად კი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაზიანება ედება.

onalem

ტესტ