fbpx
კრიმინალისაზოგადოება

თესალონიკი: დღისით თეთრ კოშკთან 9 თვის ბავშვის გატაცება სცადეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის მთავარ ტურისტულ ადგილას, თეთრი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 32 წლის ქალისთვის შვილის წართმევას ცდილობდნენ. ამ დროისთვის დაავებულია უცხო ქვეყნის 23 წლის მოქალაქე და მისი თანამზრახველი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 32 წლის ბერძენი ქალი, თავის დეიდასთან ერთად, 9 თვის ჩვილს ასეირნებდა. ისინი ცოტა ხნით ჩამოსხდნენ, მოგვიანებით კი გადაწყვიტეს წასულიყვნენ… სწორედ ამ დროს თავს ორი უცხოელი დაესხათ და ერთი მათ შეკავებას, ხოლო მეორე ბავშვის წაყვანას ცდილობდა.

უცნაურია, მაგრამ ისინი გარშემომყოფებმა ვერ შეაშინეს და გამეტებით ცდილობდნენ ბავშვი წაერთმიათ, 32 წლის ქალმა ყვირილი დაიწყო და მათ დასახმარებლად ორი მამაკაცი მივიდა. დამნაშავეებმა გაქცევა ვეღარ შეძლეს და პოლიციის მოსვლამდე მათ ხელში იყვნენ.

23 წლის ლიბიელი და მისი თანამზრახველი სასამართლოზე მომდევნო სამშაბათს წარსდგებიან.

უცნობია, თუ რა მიზნით სურდათ მათ ბავშვის გატაცება. გამოძიება ორ საკითხზე იმუშავებს: გამოსასყიდის მოთხოვნის და შემდგომში უკანონო გაშვილების ვარაუდზე.

onalem

ტესტ