fbpx
კრიმინალი

თაღლითმა ბერძენ მოხუცს ბანკის ანგარიშებზე 11.000 ევრო გადაარიცხინა

თაღლითობის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა მოხუცი ბერძენი ქალბატონი კუნძულ თასოსზე. ირკვევა, რომ მან მთელი თავისი დანაზოგი დაკარგა, რადგან ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ არასწორად იქცეოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დაურეკა თაღლითმა, რომელმაც მოატყუა, რომ ბანკიდან უკავშირდებოდა და დაარწმუნა, რომ სასწრაფოდ უნდა გადაერიცხა დაახლოებით 11.000 ევრო კონკრეტულ ანგარიშებზე. რა თქმა უნდა, მას ძალიან დამაჯერებელი ტონი ჰქონდა და სხვადასხვა გზებით მოახერხა ისე გასაუბრებოდა მოხუცს, რომ მას ეჭვიც არ შეუტანია მის სიტყვებში.

საბოლოოდ, ქალმა მართლაც მთელი თანხა გადარიცხა ანგარიშებზე და საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილი იყო.

ამ დროისთვის პოლიცია თაღლითობის ჩამდენს ეძებს.

 

onalem

ტესტ