fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი კადრები თესალონიკიდან: ათობით ადამიანის ცეკვა არისტოტელეს მოედნიდან

კადრები, რომლებიც თესალონიკის ცენტრალური მოედნიდან ვრცელდება, ნამდვილად შოკისმომგვრელია. ექსპერტები ასეთ სიტუაციებს კორონავირუსის ბუდეს უწოდებენ და როგორც ჩანს, საზოგადოების ამ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია საბერძნეთში არსებული სიტუაციის სიმძიმე.

გუშინ ღამით იქ ათობით ახალგაზრდა შეიკრიბა და ერთობოდნენ ყველანაირი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. არავის ეკეთა პირბადე და ცხადია, არ იცავდნენ დისტანციას.

თესალონიკმა ზაფხულის შემდეგ შეძლო და საკმაოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეინარჩუნა. მაგრამ როგორც პროფესორები აცხადებენ, ასეთმა შემთხვევებმა ეს მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიძლება უარესობისკენ შეცვალონ.

onalem

ტესტ