fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ორი ბერძენი ქალი მრავალჯერადი ქურდობის ბრალდებით დააკავა

მათი ბოლო მსხვერპლი 49 წლის ქალი გახდა, რომელმაც სახლიდან 1, 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა დაკარგა. პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ქალის სახლიდან აღებული თითის ანაბეჭდები ასევე ბერძნებს ეკუთვნოდათ, რომელთაგან ერთი 28 წლის ქალი, ხოლო მეორე არასრულწლოვანია.

ორივე მათგანი 49 წლის ქალის სახლში, რომელიც ხანიაში მდებარეობს, გასულ შაბათს შევიდნენ და აიღეს, რაც კი ძვირადღირებული იპოვეს.

ამას გარდა, ფიქსირდება მათ მიერ ჩადენილი მინიმუმ სამი სხვა ძარცვა, გასული ხუშთაბათიდან მოყოლებული მათ დაკავებამდე.

ბერძნები ხანიის პროკურატურაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოსავლენად.

onalem

ტესტ