fbpx
კრიმინალი

35 წლის ქალი, ორი შვილის დედა ათენიდან, თვითმარქვია ექიმის კიდევ ერთი მსხვერპლი

ცნობილი ბერძენი ადვოკატის, სტელიოს სურლასის ინფორმაციით, გამოვლინდა 47 წლის ნიკოს კოდოსტათის კიდევ ერთი მსხვერპლის ვინაობა. ის არის 35 წლის ქალი ათენიდან, რომელსაც თაღლითმა კოდოსტათიმ, რომელიც თავს ექიმად ასაღებდა, ფაქტობრივად, იმედები მიჰყიდა და რამდენიმე ხანში ახალგაზრდა დაიღუპა კიდეც.

მისივე თქმით, ქალი ორი შვილის დედა იყო, ის საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა და მკერდის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. კოდოსტათიმ ის დაარწმუნა, მიჰყოლოდა მისი მკურნალობის მეთოდს და ქალს 6 ინექცია გაუკეთა. პარალელურად ეუბნებოდა, რომ წამლები, რომლებსაც უკეთებდა, ვატიკანიდან იყო ჩამოსული. უმნიშვნელოვანესია ფაქტი, რომ ინექციებში ათასობით ევროს ართმევდა. სწორედ ეს იყო მისი ერთადერთი მიზანი და სინამდვილეში მედიცინასთან საერთო არაფერი ჰქონდა იმას, რასაც მისი ნდობით აღჭურვილ პაციენტებს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ კოდოსტათი დაკავებულია და მას უკვე ოთხი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ