fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ბერძნები სახლების შესაძენად ფულს “ლეიბებიდან” იღებენ!

უძრავი ქონების ბერძენი ექსპერტების დასკვნით, საბერძნეთში სახლების შეძენისას მყიდველთა უმეტესობა ნაღდი ფულით იხდის. ისინი ამ მიზნით საბანკო გადარიცხვებს არ ახორციელებენ. ამიტომ აღნიშნულ პროცესში ბერძნული საბანკო სისტემა საერთოდ არ მონაწილეობს.

მათივე შეფასებებით, ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს: პირველი, რომ მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან, ან მეორე, რომ ბერძნებს საკმარისად ბევრი ფული აქვთ და ბანკისგან სესხიც კი არ სჭირდებათ. ამიტომ დასკვნა ერთია – ისინი ფულს “ლეიბების” ქვეშ ინახავენ, შემდეგ კი საჭიროებისამებრ აჩენენ.

ამ საკითხზე კვლევა რამდენიმე ხნის წინაც ჩატარდა და ეს ეხებოდა ზოგადად ბაზარზე საბანკო გადარიცხვების სიხშირის დადგენას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ბერძნები ბანკებს ნაკლებად ენდობიან და უმეტესად “ქეშით” იხდიან.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია www.economistas.gr-ზე.

onalem

ტესტ