fbpx
კრიმინალი

ათენი: დედამ 12 წლის შვილი 10.000 ევროდ გაყიდა და პოლიციაში მისი გატაცების შესახებ განაცხადა

ინციდენტი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, დაუჯერებელია და ათენში მოხდა. საუბარია ქალზე, რომელმაც საკუთარი 12 წლის გოგონა 10.000 ევროდ გაყიდა და შემდეგ პოლიციაში მივიდა და მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა. უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, მან ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” ფოტოსურათიც კი გადასცა, რომ მოეძებნათ.

თუმცა, რა ხდებოდა სინამდვილეში?! ქალი, რომელიც ბოშური წარმომავლობისაა და სულ 4 შვილი ჰყავს, შეუთანხმდა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც ოჯახის მეგობარი იყო და მან სახლიდან ღამის საათებში წაიყვანა 12 წლის გოგონა. ამ დროს ქალი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო გოგონას მამას და დებს ეძინათ. მამაკაცმა გოგონა ათენში მდებარე სხვა ბინაში მიიყვანა და ხუთი დღის მანძილზე გამოკეტილი ჰყავდა და მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებდა.

გოგონას დედა ირწმუნებოდა, რომ არაფერი იცოდა და სწორედ ამიტომ წავიდა პოლიციაში რათა შვილის გატაცების შესახებ განეცხადებინა, თუმცა, სინამდვილეში მას მამაკაცთან ჰქონდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ის 10.000 ევროს ნელ-ნელა გადაუხდიდა (დღეში 20-30 ევრო) და საბოლოოდ ბავშვს ცოლად მოიყვანდა.

ბავშვმა მოგვიანებით დედასთან აღიარა, რომ მამაკაცი სექსუალურ კავშირს მასთან დღეში 4-5-ჯერ ამყარებდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას 6 წლიანი პატიმრობა და 50.000 ევროს ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს.

onalem

ტესტ