fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი: წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოს საათებიდან საბერძნეთში ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ფენომენი შაბათამდე იქნება აქტიური და ნავარაუდევია პერიოდული წვიმები, ძლიერი ქარი და თოვლიც კი, მთიან რეგიონებში.

ატიკის რეგიონში და კერძოდ ათენშიც, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები პარასკევს ღამიდან შაბათს საღამომდე, იქროლებს ქარი 4-6 ბალის სიძლიერის, ჰაერი კი 8-დან 16 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში ნავარაუდევია ასევე პერიოდული წვიმები და ძლიერი ქარი ხვალ, განსაკუთრებით შუადღის საათებში. ტემპერატურა კი 6-დან 12 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

მაკედონიასა და თრაკიში 1-დან 12 გრადუსამდე.

იონიის კუნძულებზე, იპირუში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოში 7-დან 15 გრადუსამდე.

თესალიაში 6-დან 16 გრადუსამდე.

კიკლადესსა და კრეტაზე 9-დან 16 გრადუსამდე.

onalem

ტესტ