fbpx
პოლიტიკა

“პარლამენტს ჯერ ვერ შევეჩვიე, მაგრამ პარტიულ გარემოში და საბერძნეთში თავს კარგად ვგრძნობ” – კასელაკისა და მიცოტაკის შეხვედრა

დღეს, 1-ელ ნოემბერს, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი და ოპოზიციური პარტიის, ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი, სტეფანოს კასელაკი ერთმანეთს ოფიციალურად პირველად შეხვდნენ. მიცოტაკიმ კასელაკის საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა. “გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. როგორ შეეგუეთ ახალ გარემოს?” – ჰკითხა მიცოტაკიმ. “პარლამენტს ჯერ ვერ შევეჩვიე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში სრულად მოვახერხებ ადაპტირებას. პარტიულ გარემოში და ზოგადად, საბერძნეთში თავს კარგად ვგრძნობ.” – უპასუხა კასელაკიმ.

სხვა საკითხებთან ერთად, კასელაკიმ მიცოტაკის სთხოვა, რომ ემიგრანტ ბერძნებს მიეცეთ უფლება, აირჩიონ თავიანთი დეპუტატი, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ აუცილებლად განიხილავენ ამ თემას.

“ჩვენ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ბერძენს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მისცეს ხმა იმ ადგილიდან, რომელიც მისი მუდმივი საცხოვრებელია. ეს ჩვენი ეროვნული მოვალეობაც კი იყო. რაც შეეხება დეპუტატის არჩევას, აღნიშნულს აუცილებლად განვიხილავთ ყველა სხვა საკითხთან ერთად,” განაცხადა მიცოტაკიმ.

პრემიერმა კასელაკის გააცნო საბერძნეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ესაუბრა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ამაღლების შემდგომ პერსპექტივებზეც.

onalem

ტესტ