fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ბიუროკრატიის დასასრულის გზაზე – ახალი სერვისები GOV.GR-ზე, რომლით სარგებლობაც შეგვიძლია

Gov.gr უკვე საკმაო ხანია, რაც გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების შემცირების კუთხით, მოსახლეობისთვის ერთგვარი ხსნაა, თუმცა, როგორც ჩანს, ციფრული პოლიტიკის სამინისტრო სამუშაოებს აგრძელებს და ეტაპობრივად სულ უფრო და უფრო მეტ სერვისს ამატებს მოქალაქეებისთვის.

ამჯერად, დაანონსდა სერვისები, რომელთა მისაღებადაც ძირითადად პოლიციის განყოფილებაში გვჭირდება ხოლმე გამოვცხადდეთ. 30 ოქტომბრიდან Gov.gr-ს დაემატა გარკვეული საჩივრების შეტანისა და ცნობების აღების ფუნქცია.

კონკრეტულად, ამიერიდან აღნიშნული პლატფორმის საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ :

  • გაასაჩივროთ რომელიმე კანონდარღვევის შესახებ გაცემული ცნობა, ანუ განაცხადოთ, რომ არ ეთანხმებით აღნიშნულს.
  • ფინანსური დანაშაულის ანგარიშგება (შესაძლებელია ანონიმურადაც).
  • მოითხოვოთ ავტოსაგზაო შემთხვევის ქონებრივი დაზიანების ოქმი.
  • მოითხოვოთ პოლიციაში თქვენ მიერ განხორციელებული ზარის ჩანაწერი.
  • მოითხოვოთ სამართალდარღვევის ოქმის ასლი.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღეში ციფრული პოლიტიკის მინისტრი დააანონსებს ახალ პლატფორმას, რომელიც ორიენტირებული იქნება კვლავ მოქალაქეთა დახმარებაზე და სპეციალური პროგრამის საშუალებით პასუხებს გასცემს მათ კითხვებს, მიაწოდებს ინფორმაციას, რომელიც იმ მომენტისთვის სჭირდებათ.

onalem

ტესტ