fbpx
საბერძნეთი

უამინდობის ტალღა კვირას საღამოდან საბერძნეთში, რომელიც ხუთშაბათამდე გასტანს და კვლავ ნალექს მოიტანს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირას საღამოდან საბერძნეთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ეს კი, მას შემდეგ, რაც უქმეებზე 34-36 გრადუსი დაფიქსირდება.

კლეარხოს მარუსაკი იუწყება, რომ მომდევნო კვირიდან საბერძნეთში ამინდი მინიმუმ 5 დღით გაუარესდება და ნამდვილად საშემოდგომო კლიმატი შეიქმნება. კლიმატური ფენომენი, რომელიც ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს, საბერძნეთში იტალიიდან შემოვა და აქტიური იქნება ხუთშაბათამდე მაინც.

“ამინდის გაუარესების პირობებში ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდება თესალია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც დანიელის დროს იყო. მოსალოდნელია ნალექი, საკმაოდ დიდი რაოდენობის, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. კლიმატური ფენომენი გააქტიურდება იონიის ზღვის ტერიტორიიდან, ნელ-ნელა გავრცელდება ცენტრალური მაკედონიაც.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის ტალღა მოიტანს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექს ლამიასა და პელოპონისოს ტერიტორიაზეც. აქაც მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს,” აღნიშნავს სინოპტიკოსი.

კონკრეტულად ათენში წვიმა მოსალოდნელია ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, მანამდე კი, საკმაოდ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

onalem

ტესტ