fbpx
კრიმინალი

შემზარავი კადრები ათენიდან: 67 წლის მამაკაცმა ცოლი ნაჯახით დაჭრა, რადგან განქორწინება სთხოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. ათენში, კერძოდ, კალითეაში, 67 წლის მამაკაცმა 54 წლის მეუღლე ნაჯახით კისრისა და ზურგის არეში დაჭრა, რადგან ქალმა მას განქორწინება მოსთხოვა.

ირკვევა, რომ მათ ორი შვილი ჰყავთ და მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა, ქალმა ვეღარ გაუძლო მასთან ერთად ცხოვრებას და გაშორება გადაწყვიტა. სწორედ ეს ვერ აიტანა 67 წლის მამაკაცმა და მას შემდეგ, რაც ცოლი ნაჯახით დაჭრა, გზაზე სისხლში მცურავი მიატოვა.

ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობდა ის გაქცევას და როგორ აკავებენ პოლიციელები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამაკაცმა თავადაც მიაყენა დაზიანება თავის არეში.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა უმძიმესია და ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

onalem

ტესტ