fbpx
კრიმინალი

“როგორც კი იარაღი დავინახე, შიშისგან გავშეშდი და უმოძრაო გავხდი” – ბერძენი მოხუცი უკვე მეოთხედ გაძარცვეს

გასულ ღამეს 82 წლის ქალმა საშინელი წუთები გამოიარა. კორასია სიგუნი მედიასთან აღწერს, თუ როგორ შეიჭრნენ მის სახლში მძარცველები დაახლოებით 21:30 საათზე და იარაღის მუქარით ცდილობდნენ მის გაქურდვას.

შემთხვევა თესალონიკში, კერძოდ კი, ტრილოფოს ტერიტორიაზე მოხდა. მას სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს და წაართვეს ყველაფერი, რაც კი სახლში ჰქონდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წაღებულია 300 ევრო და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა.

როგორც 82 წლის ქალბატონი ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან ჰყვება, მან პოლიციაში დარეკვა სცადა: “ტელეფონი ავიღე და პოლიციაში დარეკვას შევეცადე. როგორც კი ეს დაინახეს, ტელეფონის კაბელი გამოაძრეს. ხელი ვკარი და სწორედ ამ დროს დავინახე იარაღი. შიშისგან ადგილზე გავშეშდი. ამ დროს ეძებდნენ ოთახებში ყველაფერს და მომთხოვეს, რომ ხმა არ ამომეღო.

უნდა ვთქვა, რომ ეს უკვე მეოთხე ძარცვაა. მანამდე მაშინ მძარცვავდნენ, როცა ეკლესიაში ვიყავი.”

უცნობია, თუ რა ეროვნების იყვნენ მძარცველები, თუმცა, გამოძიება მათი ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ