fbpx
საზოგადოება

საოცნებო არდადეგები საბერძნეთში, რომელიც სიკვდილით დასრულდა – 18 წლის კარლოტას ოჯახი სამართალს ითხოვს

18 წლის კარლოტა მარტელინი ის გოგონაა, რომელიც მიკონოსზე მანქანით, მეგობრებთან ერთად, კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა. იტალიელი ტურისტი ნაქირავებ მანქანას მართავდა, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში კლდიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად გადაცვენილმა მეგობრებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

18 წლის ულამაზესი იტალიელი გოგონას ოცნება იყო, რომ როგორც კი სკოლას დაასრულებდა, საბერძნეთში, კონკრეტულად კი, პოპულარულ კუნძულ მიკონოსზე გაეტარებინა დასვენების დღეები და საბოლოოდ, ოჯახს ის უკან გარდაცვლილი მიუსვენეს.

ახლობლები ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდის უეცარი დაგარკვით და როგორც ირკვევა, სამართალს საბერძნეთში ეძებენ. ოჯახი დაჟინებით ითხოვს, რომ დადგინდეს, ზუსტად რა გარემოებებმა გამოიწვია საშინელი ავარია.

ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ამ გზაზე არ არის არც განათება, არც გამყოფი და ფაქტობრივად, ადამიანისთვის, რომელიც კარგად არ იცნობს იქაურობას, რთულია უსაფრთხოდ გადაადგილება, მითუმეტეს ღამით.

მარტელინების ოჯახმა საქმე ბერძენულ საადვოკატო ბიუროს, Αγαπηνός και Συνεργάτες, ანდო, რომელიც მიკონოსზეც ფუნქციონირებს. იურისტები აცხადებენ, რომ ყველანაირი სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რომ დაადგინონ, რა ვითარებაში დაიღუპა 18 წლის კარლოტა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

onalem

ტესტ