fbpx
საზოგადოება

“მინიმუმ 1 წელი აკრძალული აქვს მზის სინათლეზე გავიდეს, დამწვარი აქვს ზურგი და ორივე ხელი”” – იოანა პალიოსპირუს ინტერვიუს დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, იოანა პალიოსპირუმ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა და გავრცელდა მისი ფოტოც, სადაც ჩანს, თუ დაახლოებით როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ქალი მჟავით თავდასხმიდან 10 თვის შემდეგ. ცხადია, რომ მას ნიღაბი უკეთია და არ ჩანს სახე, რომლის 93%-იც განადგურებული აქვს.

ჟურნალისტი, რომელმაც მისგან ინტერვიუ აიღო, ჰყვება მისი მდგომარეობის და იმის შესახებ, რაზეც იოანამ ისაუბრა:

“იოანა ძალიან მადლიერია იმ ექიმის, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ძალიან დიდი ხანი ვკონტაქტობდით მანამდე, ვიდრე შევხვდებოდით და ინტერვიუს ავიღებდი. ამან ხელი შეუწყო ჩვენი ურთიერთობის გამყარებას. 

ურთულესი დღეები გაიარა და ახლაც გადის, რადგან სჭირდება 24 საათიანი მოვლა. მისი დედა, არაჩვეულებრივი ადამიანი, შვილის გვერდით არის პირველი დღიდან. თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, ვიცი, რომ სურს დამნაშავე ქალმა ბოდიში მოიხადოს და თქვას, ეს რატომ გააკეთა. მასთან აბსოლუტურად ტიპიური ურთიერთობა ჰქონდა, არ არსებობდა არანაირი მეტოქეობა.

იოანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, წინ არის რთული და ძვირადღირებული ოპერაციები.”

ირკვევა, რომ იოანა ატარებს ნიღაბს, რომელიც ნაწიბურების შეშუპების წინააღმდეგ არის მიმართული. მარტივად, რომ ითქვას, ეხმარება, რომ კანი უფრო რბილი იყოს და ნაწიბურებიც შემცირდეს, რადგან ასეთი დამწვრობის შედეგად, სახის კონკრეტული ნაწილები იზრდება და სხვადასხვა მიმართულება ეძლევათ, რაც კიდევ უფრო მძიმე შესახედს ხდის მას.

ექიმი ამბობს, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს, იოანას კანი ყოველთვის ძალიან მგრძნობიარე იქნება და მინიმუმ 1 წელი მკაცრად ეკრძალება მზეზე გასვლა. გარდა ამისა, დამწვარი აქვს ზურგიც და ორივე ხელი.

onalem

ტესტ