fbpx
საბერძნეთი

“სუფთა ორშაბათი” საბერძნეთში – ყველაფერი, რაც გადაადგილების შესახებ უნდა ვიცოდეთ

15 მარტს საბერძნეთში “სუფთა ორშაბათი” უწევს, რამაც გააჩინა ბევრი კითხვა: შესაძლებელი იქნება თუ არა ფრანის გაშვება? შესაძლებელი იქნება თუ არა კოდი 6-ის გამოყენება გადაადგილებისთვის, სხვადასხვა შემთხვევებში და ა.შ.

ათენის პოლიციის ოფიცერთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია პარკების დაკეტვა, რათა ორშაბათს არ მოხდეს ხალხის შეკრება სხვადასხვა მწვანე ტერიტორიებზე, რათა ფრანები გაუშვან.

ფრანის გაშვების მიზნით გადაადგილება იკრძალება და აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კოდი 6-ის გამოყენება არ იქნება დასაშვები. ეს ნიშნავს, რომ თუკი ციფრ 6-სს გააგზავნით და შემდეგ ფრანის გასაშვებად წახვალთ, შემოწმების შემთხვევაში დაჯარიმდებით 300 ევროთი.

კოდი 6 გამოიყენება კვლავ ჩვეულ შემთხვევებში, ფეხით, ვარჯიშის და შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით გადასაადგილებლად.

“სუფთა ორშაბათი” არ იქნება დღე, როდესაც დაიშვება რაიმე გამონაკლისები, აკრძალვების თვალსაზრისით.

მომდევნო ორი დღის მანძილზე ცნობილი გახდება დაიკეტება თუ არა პარკი ატიკო, ასევე პარკი ტრიტი და პედიო ტუ არეოს.

onalem

ტესტ