fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მოგზაურობის წესები 7 თებერვლამდე – როგორ ვკვეთთ საზღვარს?!

ავიაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საბერძნეთში მოგზაურობის წესები, რომლებიც 10 იანვრიდან შევიდა ძალაში, კიდევ ხანგრძლივდება და 7 თებერვლამდე იმოქმედებს.

ნახეთ ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ საბერძნეთის საზღვის გადმოკვეთის შესახებ:

1) ყველა მგზავრს, განურჩევლად ეროვნებისა და იმისა, არიან თუ არა ვაქცინირებულნი, მოეთხოვება გაკეთებული ჰქონდეს ან PCR ტესტი, 72 საათით ადრე ან სწრაფი, Rapid ტესტი, 24 საათით ადრე. (ანუ აცრილებსაც და აუცრელებსაც სჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხი).

2) საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი გზით მიმოსვლა კვლავ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ ბინადრობის ნებართვას ან ხართ საბერძნეთის მოქალაქეც.

3) კვლავ აუცილებელი რჩება PLF ფორმის შევსება, პლატფორმაზე: https://travel.gov.gr

4) ბავშვებისთვისაც, 5 წელს ზემოთ, მოქმედებს იგივე კანონი, რაც ზრდასრულებისთვის.

5) ჩამოსვლის შემდეგაც სავალდებულოა ტესტის გაკეთება შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: საქართველო, ალბანეთი, ეგვიპტე, არგენტინა, ბულგარეთი, ბრაზილია, კუბა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ლიბია, მაროკო, ჩრ. მაკედონია, პაკისტანი, რუსეთი, თურქეთი.

6) ტესტის დადებითი პასუხის ამოსვლის შემთხვევაში, ვალდებული ხართ გადახვიდეთ 5 დღიან იზოლაციაში, ხოლო თვალყურის დევნება მოხდება PLF ფორმაში მითითებული მონაცემების მიხედვით.

7) აეროპორტში ყოფნისა და ფრენის მანძილზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

onalem

ტესტ