fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: ქალმა მკვდარი შვილი ზღვის ნაპირზე მიატოვა

ბერძნული საზოგადოება შეძრულია პატრასში მომხდარი შემთხვევით. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ნაპირზე ახალშობილი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ირკვევა, ბავშვი ნაპირზე საკუთარმა დედამ დატოვა, რომელიც შემდეგ ერთ-ერთმა გამვლელმა შენიშნა. როგორც მამაკაცი ამბობს, თავიდან ის თოჯინა ეგონა, თუმცა, შემდეგ მიხვდა, რომ პატარა ბავშვი იყო.

ახალშობილი საბანში იყო გახვეული და სახის არე დაზიანებული ჰქონდა.

ვრცელდება ვარაუდი, რომ ბავშვი შესაძლოა ტალღებმა გამორიყა.

გარდაცვლილი გოგონას დედა დააკავებულია, ცხედარი კი რიოს საავადმყოფოში ექსპერტიზისთვის გადაასვენეს, რათა სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

ცხადია, ქალის დაკითვის შემდეგ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

 

onalem

ტესტ