fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 6 თვიანი პატიმრობა სასტუმროს 45 წლის თანამშრომელს კოლეგის შევიწროვებისთვის

ირაკლიოს სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 45 წლის მამაკაცს, რომელიც თავის 16 წლის კოლეგას ავიწროვებდა. ისინი კუნძულის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდნენ, თუმცა, ახალგაზრდა გოგონა იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.

კერძოდ, 45 წლის მამაკაცი სასტუმროს მენეჯერია, 16 წლის გოგონამ კი მის წინააღმდეგ საჩივარი სამუშაოს დატოვების შემდეგ შეიტანა. მან ეს ყველაფერი მშობლებთან შეათანხმა.

თავად მამაკაცი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არასოდეს შეუვიწროვებია მოზარდი სექსუალურად ან რაიმე პირადული მიზეზის გამო, ის მხოლოდ შენიშვნებს აძლევდა, რათა უკეთესად შეესრულებინა საკუთარი მოვალეობები.

სხვაგვარია მომჩივანის განცხადება, რომლის თქმითაც, მენეჯერი მას სექსუალურად ავიწროვებდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მისი ამგვარი ქცევის გამო კი იძულებული გახდა, სამსახურიდან წამოსულიყო.

45 წლის მამაკაცს 6 თვიანი პატიმრობა ელის, რის შემდეგაც 3 წელი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

onalem

ტესტ