fbpx
პოზიტივისაზოგადოება

გულისამაჩუყებელი კადრი ევიას ტრაგედიიდან: მაშველს გულში ჰყავს ჩაკრული ბავშვი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა

კოსტას ხაიდისი დატბორილ, ტალახიან სახლებს შორის არ მივიდა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. მაშველი საქმეს ემსახურება მთელი გულით და სულით და ეს დაამტკიცა ერთმა კადრმაც კი. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვილი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, გულში ჩაკრული გამოიყვანა საფრთხის შემცველი ადგილიდან და ვიდრე ოჯახს უვნებელს ჩააბარებდა, აკოცა კიდეც.

“ის, რაც გავიარეთ, იყო ტრაგიკული. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ΕΜΑΚ-ის ჯგუფთან ერთად ადგილზე მოვედით დასახმარებლად.

ერთი ქალბატონი დავინახე, აივანზე იდგა და შველას ითხოვდა. დინება იყო ძალიან ძლიერი და გავრისკეთ ერთი მანქანით მიახლოვება, რომ ევაკუაცია მოგვეხდინა. მეორე სართულზე იყვნენ და საბედნიეროდ, სახლი იყო მაღალი. ეს ბავშვი პირველი ადამიანი იყო, რომელიც იქიდან გამოვიყვანეთ, უკვე დღე იყო და ხილვადობაც იყო.

ურთულესი მდგომარეობის ფონზე მუნიციპალიტეტის დიდი და მძიმე მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ სახლებთან მიახლოვებას,” ამბობს ხაიდისი.

onalem

ტესტ