fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი დაკავებული ომონიის ცენტრში – ოპერაციები მენანდრუზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მენანდრუს ქუჩაზე კიდევ ერთი პირი, 21 წლის უცხოელი დააკავეს.

როგორც ირკვევა, ის ომონიაზე ველოსიპედით მოძრაობდა და დიდი რაოდენობით ნარკოტიკს ყიდდა. პოლიციამ დაკავებულს პაკეტები აღმოუჩინა, რომლებიც გასაყიდად მიჰქონდა. მას ძირითადად ჰქონდა მეტამფეტამინი და ჰეროინი.

უნდა აღინიშნოს, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის დაინახეს და როგორც კი მიხვდა, რომ პოლიცია უახლოვდებოდა, ველოსიპედით გაქცევა სცადა.

მისი შეჩერება და დაკავება რამდენიმე წუთში მოხერხდა.

ომონიაზე დანაშაულთან საბრძოლველად ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.

onalem

ტესტ