fbpx
საბერძნეთი

“ლიდია საბერძნეთში აღარ დაბრუნდება, ფილიპინებში გაიზრდება” – ანაგნოსტოპულოს მშობლები სასამართლოს მიმართავენ, რადგან ბავშვს ვერ ნახულობენ

როგორც უკვე ცნობილია, ბაბის ანაგნოსტოპულოსა და კაროლაინ ქრაუჩის შვილი, ლიდია, ფილიპინებში იმყოფება და ამის გამო, დაკავებული პილოტის ოჯახს ბავშვთან უშუალო კონტაქტი შეწყვეტილი აქვს. მათ მიმართეს სასამართლოს და კაროლაინის მშობლებს შეთანხმების შედეგად მიღწეული პირობების დარღვევაში სდებენ ბრალს.

დღეს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ კაროლაინის დედა, ქ-ნ სუზანა, ალონისოზე რამდენიმე დღით დაბრუნდა, გარკვეული ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად და მალე ისევ წავა ფილიპინებში. მათი მეზობელი მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ ლიდია საბერძნეთში აღარ დაბრუნდება:

“გუშინ ჩამოვიდა და მოგვესალმა. ძალიან გაგვიხარდა მისი დანახვა. ქ-ნ სუზანა არავისგან იმალება. 25 წელია აქ ცხოვრობს. გვითხრა, რომ ძალიან რთულია, როცა საკუთარი შვილის მკვლელის მშობლები ჰყავს სახლში. ამიტომ, ფილიპინებში წასვლით დიდი შვება იგრძნო. ბავშვი საბერძნეთში აღარ დაბრუნდება,” ამბობს ის.

მეორეს მხრივ, კაროლაინის მამა, დეივიდ ქრაუჩი ამბობს, რომ მისი მეუღლე მოკლე დროით იმყოფება ალონისოზე და გარკვეული დეტალების მოგვარების შემდეგ ისევ დაბრუნდება უკან.

 

onalem

ტესტ