fbpx
საბერძნეთი

აცრემლებული მიცოტაკი და საკელაროპულუ საბრძოლო ხომალდის პილოტის დაკრძალვაზე

დღეს, 2 თებერვალს, 29 წლის ლეიტენანტის, მარიოს-მიხაილის დაკრძალვა უმძიმეს ემოციურ ვითარებაში შედგა. ადგილზე იმყოფებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ და პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, ასევე, ნიკოს ხარდალიასი და ალექსის ციპრა. ბერძენმა მაღალჩინოსნებმა ემოციები და ცრემლი ვერ შეიკავეს, ხოლო გარდაცვლილის დედამ გონება დაკარგა შვილთან გამომშვიდობებისას.

ლეიტენანტის დაკრძალვა მოხდა ტრიპოლში, ასევე დადასტურდა ხომალდის მეორე პილოტის გარდაცვალებაც, რომელსაც რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ წყალში.

“ჩემი შვილი ადრე წავიდა. ჩემო ბიჭო, არასოდეს გიწყენინებია ჩემთვის, მუდმივად მომღიმარი იყავი. შრომისმოყვარე და ღირსეული. იყავი ვაჟი, როგორსაც ყველა დედა ისურვებდა. იყავი საუკეთესო ძმა, საუკეთესო მეორე ნახევარი, არასოდეს დაგივიწყებთ,” ამბობდა მისი დედა.

onalem

ტესტ