fbpx
საბერძნეთი

ახალი წესები საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით საბერძნეთში – რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში?!

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (ΥΠΑ) ავრცელებს ინფორმაციას ახალი წესების შესახებ, რომელიც ძალაში იქნება 15 სექტმბრამდე. რომელ ქვეყნებთან არ განხორციელდება ფრენები და რა ვითარება გვაქვს კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით?!

წესები მოიცავს შემდეგს:

15 სექტემბრამდე არ განხორციელდება ფრენები საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

15 სექტემბრამდე ყველა ფრენა, ალბანეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და არა საბერძნეთის სხვა რომელიმე აეროპორტში.

15 სექტემბრამდე ისინი, ვინც შემოვლენ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, მალტიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, ალბანეთიდან, ჩრ. მაკედონიიდან, ისრაელიდან, მოეთხოვებათ ჰქონდეთ ნეგატიური პასუხი კორონავირუსის ტესტზე, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს გამოფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე.

15 სექტემრამდე საბერძნეთში შემოსვლა ეკრძალებათ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს. თუმცა, გამონაკლისია 11 ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნებად ჰყავს გამოცხადებული: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

15 სექტემბრამდე გაუქმებულია ფრენები კონკრეტულად კატალონიიდან და ბარსელონადან საბერძნეთის მიმართულებით.

ამრიგად, საბერძნეთის საზღვრები საქართველოსთვის კვლავ ღიაა, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, თავად საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფრენებზე აკრძალვა 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. 

 

onalem

ტესტ