fbpx
საბერძნეთი

საჯარო სექტორის თანამშრომელს მანქანის საბარგულში ორი უსაბუთო ემიგრანტი უპოვეს

თესალონიკის პოლიციამ რეგიონალური მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალად ემიგრანტთა უკანონო გადაყვანა ედება.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორის თანამშრომელს ეგნატიას ქუჩაზე შემოწმების შედეგად მანქანის საბარგულში ორი უსაბუთო ემიგრანტი უპოვეს (ორივე ავღანეთის მოქალაქეა).

46 წლის მამაკაცი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომოტინში ყავის მისართმევად კაფეში დაჯდა, ხოლო მანქანა არ ჩაკეტა. მისი მტკიცებით, სწორედ ამ დროს იხელთეს დრო არალეგალმა ემიგრანტებმა და მის მანქანაში ჩასხდნენ ისე, რომ თავად ეს ვერ გააცნობიერა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ