fbpx
საზოგადოება

ზომების შემსუბუქება – ყველაფერი, რაც საბერძნეთში დღეიდან შეიცვალა

დღეიდან, 19 თებერვლიდან, საბერძნეთში ზომების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნა და ქვეყანა ნელ-ნელა მიდის ჩვეული ცხოვრების რიტმის აღდგენისკენ.

კერძოდ, ყველაფერი, რაც დღეიდან შეიცვალა:

გასართობ დაწესებულებებში, ღამის კლუბებში და ა.შ. დასაშვები ხდება კლიენტთა ფეხზე მდგომ მდგომარეობაში მომსახურება.

მოედნებზე მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 10%-დან იზრდება 50%-მდე.

დასაშვები იქნება ასევე სასკოლო ექსკურსიების მოწყობა.

საჯარო და კერძო სექტორში დისტანციურ მუშაობაზე გადასულ თანამშრომელთა რაოდენობა 50%-დან 20%-მდე მცირდება.

როგორც უკვე ცნობილია, ვალდებულება, რომლის მოხსნასაც საბჭო ჯერჯერობით არ გეგმავს, არის პირბადეების ღია სივრცეში ტარება.

onalem

ტესტ