fbpx
საზოგადოება

1 წლის სხვაობით დაღუპული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი – ტრაგედია, რომელმაც საბერძნეთი შეძრა

საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია კატერინში 37 წლის მამაკაცის, იანის პიციანის კორონავირუსით გარდაცვალებამ და როგორც ირკვევა, ის 29 წლის ქალის, ანას მეუღლე იყო, რომელიც 2019 წელს, ასევე ნოემბრის თვეში დაიღუპა.

ცნობილი გახდა, რომ პაციანი კატერინის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ტესტი ჩაიტარა და როგორც კი დადებითი პასუხი ამოვიდა, მაშინვე კარანტინის პირობებში გადავიდა. სამწუხაროდ, ის სრულიად მარტო, იზოლაციაში მყოფი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისმა ტემპერატურამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, გონება დაკარგა და დაიღუპა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთი წლის სხვაობით, ერთსა და იმავე თვეს გარდაიცვალა.

29 წლის ანას სიკვდილის მიზეზი ალერგიული შოკი გახდა. საკეისრო კვეთის შემდეგ მას ანტიბიოტიკი გაუკეთეს, რაზეც მის ორგანიზმს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა და საბოლოოდ დაიღუპა.

onalem

ტესტ