fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც მუდმივად გერმანიაში ცხოვრობს, საბერძნეთში ვაქცინის გასაკეთებლად ჩამოვიდა

გამომდინარე იქიდან, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები და პარალელურად, საბერძნეთში კონკრეტულ ჯგუფებს გაცილებით სწრაფად უკეთებენ ვაქცინაციას, ბერძენი ქალბატონი, ირინი ანასტასოპულუ სამშობლოში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა.

ანასტასოპულუმ იმგზავრა მატარებლით, ავტობუსითა და შემდეგ თვითმფრინავით, რომ საბოლოოდ საბერძნეთამდე ჩამოეღია და ეს შეძლო კიდეც. აღსანიშნავი ის არის, რომ მან თითოეული ტრანსპორტით რამდენიმე რეისი შეასრულა, რომ სამშობლომდე ჩამოსულიყო.

როგორც ამბობს, უნდოდა, რომ ვაქცინაცია საბერძნეთში ჩაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება.

“ჩემმა ახლობელმა სისტემაში შეიყვანა მონაცემები და ვნახე, რომ ჩემი ვიზიტი უკვე დანიშნული იყო. სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან ამ სისტემაზე წვდომა არ გვაქვს. იმის შესაძლებლობაც კი მქონდა, რომ ვაქცინაციის ცენტრი ამერჩია. ყველაფერი ძალიან მარტივია, მივიღე შეტყობინება ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონზეც, სადაც დამიდასტურეს დრო და თარიღი. მომივიდა არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე დოზის გაკეთების თარიღიც, რომელიც 12 კვირის შემდეგ უწევს. 

მე ველოდი, რომ ამგვარი ორგანიზებული პროცესი გერმანიაში იქნებოდა, მაგრამ როგორც ვხედავ, “არეულ” საბერძნეთში ვიპოვე. მოქალაქე არ იტანჯება, არ არის ბიუროკრატია და ფორმალობები,” ამბობს ირინი.

 

onalem

ტესტ