fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის რეკორდული რიცხვი დღეს საბერძნეთში – აიცრა 53.000 ადამიანი

დღეს საბერძნეთში ვაქცინაციის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიცრა 53.000 ადამიანი.

საერთო ჯამში საბერძნეთში ვაქცინა გაკეთებული აქვს 1.877.000 ადამიანს, აქედან 1.241.000-სს მხოლოდ პირველი, ხოლო 663.000-სს ორივე დოზა.

27 მარტიდან 2 აპრილამდე ვაქცინაციის პროცენტულმა მაჩვენებელმა მიაღწია 97%-ს, Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო AstraZeneca-თი 94%-ს. გაუქმებული ვიზიტების პროცენტული მაჩვენებელი არის 1% Pfizer-ის ვაქცინაზე, ხოლო AstraZeneca-ზე 4%.

ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ კომენტარი გააკეთა AstraZeneca-ის მიერ წარმოული ვაქცინასთან დაკავშირებით:

“ხშირი საუბარი მიმდინარეობს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თრომბოზი უფრო მეტად ვითარდება 55 წლამდე ქალებში. ეროვნული კომიტეტი აკონტროლებს ყველა მოვლენას და ხდება მათი შეფასება.

საბერძნეთში აღნიშნული ვაქცინის 346.000 დოზა გაკეთდა და აქედან მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც შესაძლოა ამ წამლის თრომბოზთან კავშირზე ვისაუბროთ,” აცხადებს თეოდორიდუ.

onalem

ტესტ