მე არ მოვედი, როგორც ტრანსგენდერი, მოვედი, რომ ვიმღერო – საქართველის ვარსკვლავის მონაწილე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუსიკალური პროექტი საქართველოს ვარსკვლავი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც 2019 წლის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გაემგზავრება.

ბათუმში შესარჩევ კონკურსში ჟიურის წინაშე ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველიც წარდგა.

ანასტასიას მუსიკალური შესაძლებლობები ქართველმა მსმენელმა პირველად მის ერთ-ერთ ვიდეოში იხილა.

ხმა კარგი აქვს და ნუ შევუძვრებით ტანსაცმლის შიგნით))მე მაოცებენ ლამპიონები🎶

Gepostet von Salome Kandelaki am Freitag, 27. April 2018

 

“ცხრა წლის ვიყავი, როდესაც უკვე ანასტასია მერქვა. ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ ერთ ცხოვრებაში ორჯერ დაიბადო. რასაც განვიცდი, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, მეშინია, რადგან სანამ ამ ჩაწერაზე მოვიდოდი, შეიძლებოდა ვიღაცას უბრალოდ მოვეკალი”, – აღნიშნა მონაწილემ.

ანასტასია პირველი

„მე არ მოვედი, როგორც ტრანსგენდერი… მე მოვედი იმისთვის, რომ ვიმღერო!“ – ანასტასია პირველი

Gepostet von საქართველოს ვარსკვლავი am Freitag, 11. Januar 2019

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვარსკვლავის ქასთინგზე ტრანსგენდერი ქალის გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

აი, რას წერენ გადაცემის მაყურებლები:


melano

ტესტ