fbpx
საზოგადოება

“გთხოვთ, დენი 1 საათის შემდეგ ჩამიჭერით, ჩემს შვილს ახლა გაკვეთილი აქვს” – გულისამაჩუყებელი შემთხვევა როდოპში

შემთხვევის შესახებ თავად ის თანამშრომელი საუბრობს, რომელიც მამაკაცის სახლში დენის ჩასაჭრელად მივიდა, ვინაიდან დიდი დავალიანება ჰქონდა. კერძოდ, ეფთიმის პაიდარაკისი წერს:

“ადამიანების ღირსებას ჩვენ ფეხქვეშ არ ვთელავთ, არამედ პატივს ვცემთ მას! მომივიდა ელექტრო ენერგიის ჩაჭრის ბრძანება, ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარე დასახლებაში. მას შემდეგ, რაც ადგილზე მივედი და მრიცხველთან დავიწყე მუშაობა, სახლის პატრონი მოვიდა და დიდი მორიდებით, ჩურჩულით მითხრა: “გთხოვთ, 1 საათის შემდეგ ჩამიჭერით დენი, ჩემს შვილს ახლა გაკვეთილი აქვს. გთხოვთ, ცოტა მოგვიანებით მოდით.” ეს იყო მომენტი, როდესაც მე შემრცხვა მისთვის თვალებში შეხედვის და თავი დავხარე. სიღარიბე წყევლაც არის და მადლიც, რადგან ის გვაქცევს ადამიანად,” ამბობს პაიდარაკისი.

როგორც ცნობილი გახდა, ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით, მოხერხდა საჭირო თანხის შეგროვება და ოჯახს ელექტრო ენერგიის დავალიანება გადაუხადეს.

onalem

ტესტ