fbpx
საბერძნეთი

“პირადი ბუღალტერი” ჩვენს ტელეფონებში – აპლიკაცია საბერძნეთში, რომელიც ყველა ინფორმაციას მოგვაწვდის

ამჟამად საბერძნეთის საჯარო შემოსავლების სამსახური (ΑΑΔΕ) მუშაობს სპეციალურ სისტემაზე, რომელიც ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში. საუბარია ახალ ინოვაციურ აპლიკაციაზე, რომელიც დაფარავს გადასახადის გადამხდელთა პერსონალიზებული ინფორმაციის ყველა საჭიროებას.

აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეს ექნება წვდომა თავის პირად ინფორმაციაზე, იმაზე, აქვს თუ არა რაიმე სახის დავალიანება და ა.შ. ასევე, შესაძლებელი იქნება, რომ მოიძიონ საჭირო დოკუმენტაცია და გადაიხადონ გადასახადები პირდაპირ მობილური ტელეფონიდან.

აპლიკაცია იფუნქციონირებს  კალენდრული სახით და გადასახადის გადამხდელებს ექნებათ სრული და დეტალური ინფორმაცია თავიანთი ვალდებულებების შესახებ და სისტემა დროულად აცნობებს მათ დეკლარაციების წარდგენის, გადასახადების გადახდისა და ღონისძიებების განვადების ვადებს.

ამრიგად, აღარ იქნება საჭირო, რომ თვალყური ვადევნოთ ბუღალტრების საშუალებით სხვადასხვა პროცედურებს, ინფორმაციის მიღება, თუნდაც, როდის იხსნება სისტემა საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად, შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჩვენი ტელეფონიდან.

 

onalem

ტესტ