fbpx
საბერძნეთი

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დაახლოებით 15-დან 20 წლამდე გოგონები დაღუპულები იპოვეს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან, ევროსის ტერიტორიაზე, ორი ახალგაზრდა გოგონა დაღუპული იპოვეს.

მათი ასაკი დაახლოებით 15-დან 20 წლამდეა, არიან აზიური ქვეყნის მოქალაქეები და სავარაუდოდ, საბერძნეთში უკანონოდ გადმოსვლას ცდილობდნენ.

ადგილზე არ არსებობს კვალი, რომელიც კრიმინალური აქტის შესაძლებლობას დაადასტურებს, ამიტომ მათი გარდაცვალების კონკრეტული მიზეზების შესახებ ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ კვირას ფერმერმა 25 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვა.

 

onalem

ტესტ