fbpx
საბერძნეთი

25 და 26 დეკემბერს ათენში ტრანსპორტი უქმე დღეების განრიგით იმუშავებს – გამოივლიან ყოველ 30-40 წუთში ერთხელ

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ავტობუსები და ტროლეიბუსები 25 და 26 დეკემბერს იმოძრავებენ პროგრამით, რომელიც გათვლილია უქმე დღეებზე ანუ გამოივლიან 30-40 წუთში ერთხელ, ან შესაძლოა უფრო გვიანაც.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, ისინი იმუშავებენ შაბათი დღის შესაბამისი გრაფიკით, გამოივლიან 15-20 წუთში ერთხელ, თუმცა, მუშაობას მალე შეწყვეტენ, სავარაუდოდ 22:00 საათისთვის, ვინაიდან 23:00 საათისთვის ავტობუსები უკვე სადგურებზე უნდა ჰყავდეთ გაჩერებული.

1 და 6 იანვარს ისინი ასევე უქმე დღეების განრიგით იმოძრავებენ და გამოივლიან 30-40 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება მეტროს 1-ელ ხაზს, ΗΣΑΠ-ს:

24, 25, 26 და 31 დეკემბერს, ასევე 1 იანვარს, დეკემბერს მატარებლები 5:30-დან 23:30 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 10,5 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ. 31 დეკემბერს მუშაობას შეწყვეტენ 23:00 საათისთვის.

2 იანვარს იმოძრავებენ ყოველ 7,5 წუთში ერთხელ 5:30 საათიდან 22:30 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში 15 წუთში ერთხელ.

6 იანვარს 5:30 საათიდან 23:30 საათამდე გამოივლიან ყოველ 10,5 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები:

24, 25 და 26 დეკემბერს, ასევე, 31 დეკემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში 9 წუთში ერთხელ. 31 დეკემბერს მოძრაობას შეწყვეტენ 23:00 საათისთვის.

1-ელ იანვარს 09:00-დან 17:00 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 9 წუთში ერთხელ.

2 იანვარს 06:00 საათიდან 17:30 საათამდე გამოივლიან ყოველ 6 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 7 – 9 წუთში ერთხელ.

6 იანვარს 09:0-დან 17 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 7 წუთში ერთხელ, დანარჩენ საათებში ყოველ 9 წუთში ერთხელ, ხოლო უფრო გვიან, 00:20 – 1:30 შუალედში ყოველ 15 წუთში ერთხელ.

onalem

ტესტ